სალამი aPeople-სგან. ეს გზა ახალი შესაძლებლობების სამყაროში მიგიყვანთ.
შევეცდებით ქვემოთ მოგაწოდოთ ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია ჩვენს ვაკანსიასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ მოგზაურობა, რომლის დაწყებასაც აპირებ, სავსე იქნება სასიამოვნო სიურპრიზებით.
ჩვენს შესახებ:
ჩვენ ვართ aPeople, წარმოვადგენთ adjarabet.com-ს რეგიონში ყველაზე დიდ გასართობ პორტალს და ვართ საერთაშორისო ჯგუფის- Flutter Entertainment-ის წევრი.
ჩვენი მთავარი ღირებულებებია: Amigoness - მარტივად ვურთიერთობთ და ვენდობით ერთმანეთს, ვართ მეგობრულები და ემპათიურები; Up - ჩვენ ყოველთვის მზად ვართ განვითარებისთვის. არ გვეშინია ახალი გამოწვევების და სწრაფად ვადაპტირდებით კრიზისულ სიტუაციებში; Fairplay - ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას ერთნაირად და სამართლიანად ვეპყრობით.
ჩვენ გთავაზობთ მრავალფეროვან გარემოს, პროფესიონალების გუნდს და ახალი გამოცდილებებით სავსე სამუშაოს. გადახედე ჩვენს LinkedIn ან Facebook -ის გვერდს, რომ კიდევ მეტი შეიტყო ჩვენი კორპორატიული შეხედულებების შესახებ.
ვაკანსიის შესახებ:
ძირითადი პასუხისმგებლობები:
სათავო ოფისის შენობის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;სათავო ოფისის ყოველდღიური შემოვლების განხორციელება და წარმოება შესაბამის პროგრამაში;მცირე სამონტაჟო სამუშაოების შესრულება, მექანიკური და ელექტრო-მოწყობილობების შეკეთება/მონტაჟი;კომპანიის პროექტების ტექნიკური უზრუნველყოფა და სარემონტო-სამონტაჟო პროექტების მხარდაჭერა;მთლიანად ოფისის და მასში განთავსებული ცეცხლმაქრების, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, სიგნალიზაციის და შენობასთან დაკავშირებული სხვა სისტემების პერიოდული ინსპექტირებების განხორციელება და დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;ოფისის წყალგაყვანილობასთან და სანტექნიკის სამუშაოებთან დაკავშირებული ყველანაირი მომსახურების მხარდაჭერა და დახმარება; სათავო ოფისში წყლის დისპენსერებისთვის წყლის ბალონების მიწოდება/განთავსება და წყლის მარაგის მუდმივი კონტროლი; სამუშაო სივრცესთან დაკავშირებულიკონტრაქტორების კოორდინაცია და საქმიანობის კონტროლი, მათ შორის სარემონტო სამუშაოების ორგანიზებისა და შესრულებული სამუშაოების ჩაბარების ჩათვლით. ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების კუთხით წამოჭრილი საკითხების მხარდაჭერა, რათა სამუშაო სივრცეში უზრუნველყოფილი იყოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების წესები, რეგულაციები მოქმედი პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.ოფისის მოვლა-პატრონობისა და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა შესყიდვის შეკვეთის ატვირთვა შესაბამის პროგრამაში და შესაბამისი კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების ოთახებისა და მასში განთავსებული მოწყობილობების მართვა და კოორდინაცია;პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობების შესრულება; უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დავალებების შესრულება.ძირითადი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება შენობების ინფრასტრუქტურის, მოვლა-პატრონობის და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების კუთხით;პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით ან სასწავლო კურსი ინფრასტრუქტურის მართვაში, ქონების მართვაში ან მშენებლობის მართვაში, ან მსგავს დისციპლინებში, ჩაითვლება უპირატესობად;ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების ცოდნა;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;სხვადასხვა მექანიკური თუ ელექტრო ხელსაწყოების გამოყენების უნარი. ჩვენგ პირდებით:
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· კონკურენტულ ანაზღაურებას;
· საბონუსე სისტემას;
· განვითარების შესაძლებლობას;
· უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
· წვდომას apeople-ს დიჯიტალ ვალუტაზე- aPeso. · თემატურ შიდა კლუბებში გაწევრიანების შესაძლებლობას;
· მეგობრულ გუნდს;
· ცოდნის და გამოცდილების მუდმივ გაზიარებას;
· პერსონალურ ამიგოს, რომელიც დაგეხმარება ადაპტაციაში;
· ჩაიცვი, ისე, როგორც გინდა;
მზად ხარ რომ შემოგვიერთდე? ატვირთე შენი რეზიუმე ჩვენს დასაქმების გვერდზე - vacancy page; შენი მოგზაურობა იწყება აქ!
aPeople team